суббота, 19 ноября 2022 г.

მთავარი გვერდი

 



დღეს, როცა ადამიანი ბუნებრივ რესურსებს (მათ შორის ტყეს) უმოწყალოდ ანადგურებს და მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებით შემოიფარგლება, იშვიათად გამოჩნდება ვინმე, რომელსაც ბუნებაზე  რეალურად შეტკივა გული და ფიქრობს მასზე. როდესაც სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოლ-ქმარმა ბრაზილიაში 20 წელიწადში 2 მილიონი ხე დარგო, ამან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. 


მტკიცედ გადავწყვიტე ამ დიდებული ადამიანებისთვის ცოტათი მაინც მიმებაძა. ჩემი აზრი გავუზიარე ჩემს მეგობრებს, რომელთაც იდეა ძალიან მოეწონათ და დავგეგმეთ ისეთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც განვახორციელებთ გასვლით ღონისძიებებს. მოვახდენთ როგორც ეკოლოგიური პრობლემების იდენთიფიცირებას, ასევე ბუნებისდაცვითი აქტივობების ჩატარებას, მათ შორის, დაირგვება ხეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელთა ლოკაციები განთავსდება საქართველოს რუკაზე და მოხდება ტერიტორიების დასუფთავება ნარჩენებისგან. სასურველი იქნება თუკი გამოგვიჩნდებიან თანამოაზრეები და ვითანამშრომლებთ.

ძალა ხომ სწორედ ერთობაშია!

მთავარი გვერდი

  დღეს, როცა ადამიანი ბუნებრივ რესურსებს (მათ შორის ტყეს) უმოწყალოდ ანადგურებს და მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებით შემოიფარგლება, იშვიათ...