ნიადაგი და მდგრადი განვითარება

 

მდგრადი განვითარების მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება

აღნიშნული მიზანი გულისხმობს ნარჩენების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდას. ამ მიზნის მისაღწევად

აუცილებელია აიკრძალოს მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. აგრეთვე, აუცილებელია მოხდეს

ცნობიერების ამაღლება ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების შესახებ.

ადამიანი თავისი სურვილების ასასრულებლად უამრავ პროდუქტს იყენებს, რომელთაგან ზოგი ცოცხალი წარმოშობისაა, ზოგიც მისივე ხელითაა შექმნილი. დედამიწაზე რესურსები ულევი რაოდენობით არაა, შესაბამისად ყველამ უნდა ვიზრუნოთ მის რაციონალურ გამოყენებაზე. მოცემულ მომენტში გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ცოცხალი წარმოშობის პროდუქტებზე, რომელთა გადაყრის ნაცვლად შეგვიძლია მისი უტილიზაცია, რითაც დიდად დავზოგავთ ბუნებრივ რესურსებს. უფრო კონკრეტულად კი შეგვიძლია ვისაუბროთ ნიადაგზე, რომლის 1 სანტიმეტრის ფენის წარმოქმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ხოლო მისი დეგრადაცია საკმაოდ მარტივად ხდება და ყოველწლიურად ათასობით ჰექტარი მიწა გადაიქცევა „ბედლენდად“.

ადამიანი მოსავლის რაოდენობის გაზრდის მიზნით ხშირად იყენებს სხვადასხვა ტიპის ქიმიურ სასუქებს, რომელიც მართალია მოცემულ მომენტში საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა იგი იწვევს ნიაგადის  სასუქზე დამოკიდებულებას და ფიტავს მას. ამის პარალელურად ზედაპირული წყლების „დახმარებით“ ეს სასუქები აღწევენ მიწისქვეშა წყლებამდე, რომელიც საბოლოოდ მსოფლიო ოკეანეს უერთდება და იქ ყოველწლიურად ათასობით ტონა სასუქის დალექვა ხდება.

ჩვენ შეგვიძლია არსებული პრობლემა საკმაოდ მარტივად მოვაგვაროთ: სახლის დონეზე, როცა ნაგავს ვყრით ურნაში, შეგვიძლია ცალკე ჭურჭელში მოვაგროვოთ ხილის, მწვანილის და სხვა საკვები პროდუქტების ნარჩენები, შემდეგ შევიტანოთ მიწის ნაკვეთში, გავაკეთოთ კომპოსტი და მასზე მოვიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ამავდროულად კი ვიზრუნოთ ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შექმნაზე.

 

15.3 ბრძოლა გაუდაბნოების წინააღმდეგ, დეგრადირებული მიწისა და ნიადაგის აღდგენა, მათ შორის გაუდაბნოებით, გვალვითა და წყალდიდობებით, და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა მსოფლიოში 2030 წლისთვის.  

   მიწის რესურსები დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი ფართობი დედამიწის ხმელეთის ფართობის ტოლია, რომლის მხოლოდ 30% -ია ვარგისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. დანარჩენი ტერიტორია მთებს, ჭაობებს, უდაბნოებს და ა.შ. უკავია.

მსოფლიოს მიწის ფონდი 13,4 მლრდ ჰა-ს შეადგენს, საიდანაც ნაყოფიერი მიწები მხოლოდ1,5 მლრდ ჰა-მდეა.

2020 წლის მოანცემებით მიწის ფონდის სტრუქტურა ასე გამოიყურება:

ნიადაგის ფუნქციები

 ნიადაგს გააჩნია ექვსი ძირითადი ფუნქცია, აქედან სამი მიეკუთვნება ეკოლოგიურ, ხოლო სამი დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ, ტექნიკურ და საწარმოო საქმიანობასთან (სურ. 1) ნიადაგის ეკოლოგიური ფუნქციებია:

v  ბიომასის წარმოება, სურსათით, ცხოველთა საკვებით, განახლებადი ენერგიითა და წიაღისეულით უზრუნველყოფა; ფუნქცია, რომელიც უმთავრესია ადამიანისა და ცხოველებისთვის;

v  მავნე ნართების და/ან პათოგენური ორგანიზმების ფილტრაციის, ბუფერულობისა და გარდაქმნის უნარი, რომლის წყალობითაც ნიადაგი იცავს მიწისქვეშა წყლებსა და მცენარეებს დაბინძურებისაგან, ბოჭავს რა მომწამვლელ ნივთიერებს და/ან გარდაქმნის მათ უსაფრთხო ნაერთებად;

v  ნიადაგი წარმოადგენს საცხოვრებელ გარემოს ძალიან ბევრი მაკრო და მიკროორგანიზმისათვის და, შესაბამისად, არის გენეტიკური რესურსის საცავი.

 

ნიადაგის ტექნიკურ-საწარმოო, სოციოეკონომიკური და კულტურული ფუნქციები ნიადაგისა და მიწის სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური და საწარმოო ფუნქციები:

v  წარმოადგენს ფიზიკურ საყრდენს სხვადსხვა ტექნიკური, საწარმოო და სოციალურ-ეკონომიური დანიშნულების ნაგებობებისთვის, როგორიცაა ფაბრიკა-ქარხნები, დასახლებები, გზები, სპორტული და გამაჯანსაღებელი კომპლექსები, ნაგავსაყრელები;

v  ნიადაგი არის წყლისა და ისეთი მინერალების წყარო, როგორიცაა თიხა, ქვიშა, ღორღი და სხვ.;

v  ნიადაგი არის გეოგენური და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ინახავს კაცობრიობის ისტორიის, განვითარების ამსახველ უმნიშვნელოვანეს პალეონტოლოგიურ და არქეოლოგიურ საგანძურს.

 ნიადაგისა და მიწის განხილულ ექვს ფუნქციასა და შესაბამის სარგებლობას შორის მნიშვნელოვანი კონკურენცია არსებობს. მაგ., გზებისა და ქარხნების მშენებლობა სრულიად გამორიცხავს ნიადაგისა და მიწის გამოყენებას სხვა რომელიმე ფუნქციის შესასრულებლად.

თანამდროვე მსოფლიოში მოსავლის მიღების ექსტენსიურ გზას (მოსავლის რაოდენობის გაზრდა დამუშავებული მიწების ფართობის ზრდის ხარჯზე), ნელნელა ცვლის ინტენსიური გზა (მოსავლის რაოდენობის ზრდა მეცნიერული მიღწევების ხარჯზე), თუმცა აქაც წარმოიშობა მთელი რიგი საფრთხეები.

ნიადაგი შედგება 3 ძირითადი კომპონენტისაგან;

  მინერალები - დაშლილი ქანების წვრილი ნაწილაკები

    ორგანული ნაერთები - მცენარეთა და ცხოველთა ნარჩენები, რომელიც წებოს ფუნქციას ასრულებს და წვრილ მარცვლებს ერთმანეთთან აკავშირებს.

       ცოცხალი ორგანიზმები.

    ნიადაგში არის გარკვეული რაოდენობით წყალი და ჰაერი. ყველა ნიადაგში წყლისა და სასიცოცხლო პროდუქტების რაოდენობა განსხვავებულია, რაც მის ჰუმუსიანობას განსაზღვრავს. მის წარმოქმნას ათასწლეულები ჭირდება, ხოლო განადგურება სულ რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი ადამიანის არასწორი ზემოქმედების შედეგად.

 


ნიადაგწარმოქმნა ხანგრძლივი და რთული პროცესია. ნიადაგწარმოქმნის პროცესი ანუ პედოგენეზი (ბერძ. გენეზის“-წარმოქმნა, წარმოშობა) შედგება ორი ნაწილისგან, პირველი მოიცავს ქანის გამოფიტვას და ნიადაგწარმომქმნელი ქანის ანუ დედაქანის ფორმირებას, ხოლო მეორე ნიადაგის ჰორიზონტების განვითარებას (სურ. 2).

ნიადაგწარმოქმნის პროცესზე ოთხი სახის ენერგია მოქმედებს:

 გრავიტაციული ენერგია-განსაზღვრავს პროცესის მიმართულებასა და სიჩქარეს;

ოროგენული ენერგია-დაგროვილია ქანებისა და მინერალების კრისტალურ სტრუქტურასა და ქიმიურ ბმებში მათი ფორმირების პროცესში, მაგ., მთათა წარმოქნის-ოროგენეზის (ბერძ. „ოროს-მთა) დროს. ეს ენერგია არაგანახლებადია და თანდათან მცირდება გამოფიტვის შედეგად;

მზის ენერგია-მიიღება მზის რადიაციის შედეგად როგორც პირდაპირი, ისე გაბნეული რადიაციის სახით. იგი გავლენას ახდენს ფიზიკურ და ქიმიურ გამოფიტვასა და ახალი მინერალების წარმოქმნაზე. მზის ენერგია უზრუნველყოფს ორგანული ნივთიერებების შექმნას ფოტოსინთეზის გზით და მათ დაშლას. იგი მიეკუთვნება განახლებად ენერგიას; ანთროპოგენული ენერგია-მიიღება ადამიანის საქმიანობის შედეგად და ზემოქმედებს ნიადაგწარმოქმნაზე მექანიკურ/ფიზიკური და ქიმიურ-ბიოლოგიური გზით.

    ნიადაგის ყველაზე დიდი მტერია ეროზია. არასწორი ექსპლუატაციის შედეგად ნიადაგი შეჭიდულობის უნარს კარგავს და ადვილად ემორჩილება ეროზიას, ასეთი ნიადაგი კი სულ რამდენიმე წელიწადში შეიძლება „გაშიშვლდეს“. მიწის გაშიშვლების უმთავრეს ფაქტორს არასწორი გადაძოვება წარმოადგენს.

წარმოგიდგენთ ნიადაგის ეროზიის ძირითად ტიპებს და მათ გამომწვევ მიზეზებს.




    ნიადაგის ეროზია-ეს არის ნიადაგის ზედა, ყველაზე ნაყოფიერი ფენის რღვევის, დაშლის პროცესი. არსებობს ეროზიის სამი ძირითადი სახე: წყლისმიერი, ქარისმიერი (ეოლური) და გეოლოგიური ეროზია.

       ნიადაგის ეროზიის გამომწვევი მიზეზებია:

·         ნიადაგის დამუშავება წესების დარღვევით;

·         ფერდობების უსისტემო ათვისება ;

·         კულტურების არასწორი შერჩევა;

·         შეუფერებელი ან არასწორი სასოფლო-სამეურნეო მექანიზმების გამოყენება ;

·         ნიადაგის ზედაპირის დამცავი მცენარეული საფარის გამეჩხერება ;

·         საძოვრების ინტენსიური გამოყენება და გადაძოვება;

·         ტყის მასივების უსისტემო გაკაფვა;

    ნიადაგის ექსპლუატაციის პროცესში დიდ საფრთხეს წარმოადგენს დამლაშება. მიწის სიღრმეში არის სხვადასხვა ადვილად ხსნადი მარილები, რომელიც ზედმეტი მორწყვის შედეგად წყალში იხსნება და ზედაპირზე ამოდის. იგი ნიადაგს გადაეკვრება თხელ ფენად და ანადგურებს მას. იგივე პროცესი  მიმდინარეობს ნიადაგის გაუწყლოების დროსაც, ნიადაგის დამლაშებას იწვევს დედამიწის ზედაპირზე ამოსული მარილი, რომელიც გრუნტის წყლის აორთქლების შედეგად წარმოიქმნება. პრობლემა დამახასიათებელია ქვემო ქართლის, გარე კახეთისა და ალაზნის ვაკისათვის. ამ ტერიტორიაზე არსებული ნიადაგი ბუნებრივად შეიცავს სხვადასხვა ადვილადხსნად მარილს, თუმცა ინტენსიურ, მეორეულ დამლაშებას ხელი ანთროპოგენურმა საქმიანობამაც შეუწყო, კერძოდ, მოსახლეობის მიერ ნიადაგების არასწორმა მელიორაციამ და ექსპლოატაციამ.ასეთი ტიპის ნიადაგისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შერჩევა,მაგ., მარცვლეულიდანქერი და ჭვავი (0,5%-მდე დამლაშებისას). ბოსტნეული კულტურებიდან დამლაშებულ ნიადაგს უკეთ იტანენ სატაცური და ხახვი, რომლებიც უძლებენ 0,6%-ის დამლაშებას. მლაშე ნიადაგისადმი ამტანობა ახასიათებთ: მსხალს, ლეღვსა და ზეთისხილს. დამლაშების თავიდან აცილების მიზნით, მოსავლის აღების შემდეგ, ზაფხულში ნიადაგი უნდა აიჩეჩოს ან გადაიხნას, რათა შემცირდეს აორთქლება.

 ალბათ გინახავთ ყვავილის ქოთანში ნიადაგზე თხელი თეთრი ლაქები, რაც იმის დასტურია, რომ ყვავილის მორწყვა არასწორად ხდებოდა და ნიადაგი დამლაშდა.  როცა გვსურს რომელიმე ყვავილი ამშვენებდეს ჩვენს ოთახს, თავდაპირველად უნდა გავეცნოთ მის კვების რეჟიმს და ასეთ შემთხვევაში მიწა არ დაზიანდება. ამრიგად ტენის რაოდენობა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ნიადაგის სტრუქტურის შესანარჩუნებლად.

    დღეს ყველასათვის ნათელია თუ როგორ ბინძურდება და ნადგურდება ნიადაგი, თუ როგორ მიიღო ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი, თუ როგორ იქცა ეს პრობლემა გლობალურ პრობლემად. ამ საკითხზე ბევრსაც წერენ და ბევრსაც საუბრობენ, მაგრამ მოკრძალებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრობენ და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ახლა განვიხილოთ ის აქტივობები, რომელთა განხორციელება მეტად ეფექტური იქნება პრობლემის გადაჭრის საქმეში:

Ø  1) გადარეცხვასთან ბრძოლა -  ამისთვის რაციონალურად უნდა მოხდეს გადაძოვება, რაც ხელს შეუშლის ეროზიას.

2) შედარებით დაბალ პროდუქტიულ მიწებზე უნდა განვახორციელოთ მისი რეკულტივაცია. განსაკუთრებით პრიორიტეტული უნდა გახდეს ბიოსასუქების გამოყენება.

3) მიწის ერთსა და იმავე ნაკვეთზე კულტურათა მონაცვლეობა. თიტეული მცენარე სხვადასხვა მინერალს მოიხმარს საკვებად მიწიდან და რაც მეტი ხშირი იქნება მათი მონაცვლეობა, მით მეტად იქნება ნიადაგი დაცული.

4) ეროზიის საწინააღმდეგოდ მრავალწლიანი ბალახების დათესვა, რომელიც იცავს ნიადაგს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.

5) ქარისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ეფექტურია რამდენიმე იარუსიანი ქარსაცავი ზოლების გაშენება.

6) მნიშვნელოვანია არიდულ რეგიონებში საირიგაციო სისტემის გამართვა, განსაკუთრებით ეფექტურია წვეთოვანი მორწყვის მეთოდი.

7) ჭარბტენიან ტერიტორიებზე აუცილებელია წყალსაწრეტი არხების გაყვანა, რაც დამატებით ალუვიურ ნიადაგებს შემატებს მიწის ფონდს.

 


წყარო:

http://agriedu.ge/

https://sustainability.ge/

 



Комментариев нет:

Отправить комментарий

მთავარი გვერდი

  დღეს, როცა ადამიანი ბუნებრივ რესურსებს (მათ შორის ტყეს) უმოწყალოდ ანადგურებს და მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებით შემოიფარგლება, იშვიათ...