პროექტის
სათაური: „ბუნების მცველები“
პროექტის იდეა: კადეტების დაინტერესება გეოგრაფიით. გარემოსდაცვითი
საკითხებით.
პროექტის
აქტუალობა მიზნები:
მდგრადი განვითარების მიზნებიდან (მე-15 მიზანი) გამომდინარე ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები აჩანაგებდნენ ბუნებას, რამაც ძალიან დააზარალა გარემო, ეს განსაკუთრებით მე-19 საუკუნიდან ინდუსტრიალიზაციის ეპოქის შემდგომ. დაიწყო ინდუსტრიალიზაციის ზრდა, რაც დიდი ბრიტანეთიდან მთელ ევროპას მოედო. მიუხედავად ინდუსტრიალიზაციის დადებითი გავლენისა მან საკმაოდ დიდი ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია.
პრობლემები მთელი სიდიადით გამოიკვეთა 21-ე საუკუნეში-გლობალიზაციის პერიოდში. განვითარებული სამყაროს განვითარებამ თითქმის პიკს მიაღწია. ამან თავის მხრივ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია, სადაც გამოიკვეთა:
Ø ნიადაგის
დაბინძურება
Ø ატმოსფეროს
დაბინძურება
Ø წყლის
დაბინძურება
Ø ეკოსისტემების
დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები
Ø ფლორისა და ფაუნის გადაშენების საფრთხე.
სწორედ ამიტომ ცივილიზებულმა სამყარომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად შეიმუშავა მდგრადი განვითარების 17 პრინციპი, რომელიც მიმართულია მდგრადი მომავლის მისაღწევად.
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია,
ბავშვებს ცენტრალური ადგილი ეკავოთ
სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
სწორედ ამიტომ გეოგრაფიის, ისტორიისა და ქიმიის მასწავლებლებმა ჩვენს კადეტებთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ ისეთ გრძელვადიან პროექტს, როგორიცაა „ბუნების მცველები“
პროექტის მიზნები:
ü მდგრადი
განვითარების არსის გაგება და გაცნობიერება;
ü გაანალიზება,
იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ეკოსისტემა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის;
ü ინდუსტრიალიზაციის
SWOT ანალიზი;
ü მოსწავლეებში
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება;
ü პრეზენტაციების
მომზადება და ბლოგის შექმნა;
ü ბუნებაში
გასვლითი ღონისძიებები (ხის დარგვა, ბუნების დასუფთავება ნარჩენებისგან)
ü პრობლემის
ასახვა მოსწავლეთა ნამუშევრებში
ისტ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია
რესურსებისა და ეკონომიკის ურთიერთზეგავლენის ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
· ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას
და მსჯელობს ტექნოლოგიური ცვლილებებისა და
ეკონომიკის განვითარების ურთიერთზეგავლენაზე;
· ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენს ამ ქვეყნის
ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ის
ნედლეული, რომელიც მის ტერიტორიაზე
მოიპოვება.
ქიმ.X.12. მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების და მათი
ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა
·
ახასიათებს ელემენტებსა
და მათ მნიშვნელოვან ნაერთებს;
·
აკავშირებს ელემენტების
ფიზიკურ და მნიშვნელოვან ქიმიურ თვისებებს
მათ გამოყენებასთან;
გეო.XI.3. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ
პრობლემებზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
· აანალიზებს ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებს
ისტორიული
წარსულიდან დღემდე;
გამოთქვამს
ვარაუდს მათი შესაძლო განვითარების შესახებ;
· სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით აანალიზებს ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს,მათ შორის
მსოფლიო ოკეანეს, პედოსფეროს
და
ბიოსფეროს ათვისების ძირითად მიმართულებებს;
· ირჩევს რომელიმე კომპონენტის ათვისებასთან დაკავშირებულ გლობალურ
პრობლემას, მსჯელობს მის უსაფრთხო ათვისებაზე და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით;
მონაწილეთა ასაკი/კლასები: კლასები: მე-10 და მე - 11 ასაკი: 15 –17 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერი
პროექტის ამოცანები: მოხდება დაინტერესებული მოსწავლეების შერჩევა, განსახილველი თემატიკის გაცნობა, სამუშაოს დანაწილება,
ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და მზადება პრეზენტაციისათვის. გასვლითი ღონისძიების
დაგეგმვა.
პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსები: კომპიუტერი, სმარტდაფა, ინტერნეტი, ხის ნერგები, ტელეფონი/ფოტოაპარატი,პოლიეთილენის
პარკები ნარჩენების ჩასაყრელად.
პროექტის შედეგები:
ü მოსწავლეები
გაეცნენ მდგრადი განვითარების არსს;
ü გაანალიზეს,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ეკოსისტემა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის;
ü გააკეთეს
ინდუსტრიალიზაციის SWOT ანალიზი;
ü მოსწავლეებს
განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები;
ü შეიქმნა
ბლოგი
ü
მომზადდა პრეზენტაცია შემდეგ თემებზე:
ჟანგბადის მოგზაურობა ადამიანის ორგანიზმში
ü განხორციელდა
ბუნებაში გასვლითი ღონისძიებები (ხის დარგვა, ბუნების დასუფთავება ნარჩენებისგან)
ü მოსწავლეებმა
დახატეს თავიანთი შთაბეჭდილებები აღნიშნულ თემატიკაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий