ბრაზილიელმა წყვილმა 18 წელში 2
მილიონი ხე დარგო და უდაბნო წალკოტად აქცია.
ფოტოგრაფმა სებასტიაო სალგადომ და მისმა მეუღლემ, ლელია დელუიზ ვანიკ სალგადომ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია სამყარო გლობალურად შეცვალოს!
90-იანების დასაწყისში როდესაც ბრაზილიელი ფოტოგრაფი სებასტიაო სალგადო გაემგზავრა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ და ჟურნალისტური რეპორტაჟების მოსმზადებლად, მისი სახლი ღრმა ტროპიკულ ტყეში იყო ჩაფლული და მრავალი ეგზოტიკური მცენარითა და ცხოველით იყო გარშემორტყმული
სამწუხაროდ, როცა დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ სახლი დანგრეულიყო. უღრანი ტყე კი -
რომელშიც ის მდებარეობდა, მთლიანად გაეჩეხათ და აყვავებული ტროპიკული სიმწვანე, რომელიც მან ოდესღაც დატოვა -
გახუნებულ უდაბნოდ ქცეულიყო. სამშობლოს ამ მდგომარეობაში დანახვამ იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო.
ლელიას გაუჩნდა იდეა, რომ ადამიანის მიერ ბუნებისთვის მიყენებული კოლოსალური ზიანი ადამიანის ხელითვე გამოსწორებულიყო. წყვილმა დაიწყო ტყის აღდგენა და თვრამეტი წლის განმავლობაში დარგო 2 მილიონზე მეტი ხე.
ტყის აღდგენის შემდეგ კარდინალურად შეიცვალა გარემო, კლიმტი, ფაუნა... ტყეში გაჩნდა ნაკადულები, ნაკადულებში თევზები, მოფრინდნენ ენდემური ფრინველები, დაბრუნდნენ ძუძუმწოვრებიც მთლიანობაში, დაახლოებით - 172 სახეობის ფრინველი, ასევე - 33 სახეობის ძუძუმწოვარი, 293 სახეობის მცენარე, 15-15 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია. შეიძლება ითქვას, სებასტიაომ და ლელიამ მთელი ეკოსისტემა მკვდრეთით აღადგინეს.
ბრაზილიელი წყვილის შემართება და ენთუზიაზმი მსოფლიოში ბევრს გადაედო და მათი დაფუძნებული ფონდის მეშვეობით სხვადასხვა ლოკაციებზე ჯამში 4
მილიონზე მეტი ხე დაირგო.
Комментариев нет:
Отправить комментарий