საუკუნეების მანძილზე
ადამიანი საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად განიხილავდა და მიაჩნდა, რომ ყველა ცოცხალი
არსება თუ ბუნებრივი რესურსი კაცობრიობის საკეთილდღეოდ არსებობდა და მათი გამოყენება
ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძლებოდა. ასეთმა მიდგომამ ძალიან დააზარალა გარემო,
რაც განსაკუთრებით საგრძნობი გახდა მე-19 საუკუნიდან-ინდუსტრიალიზაციის ეპოქის შემდგომ.
დაიწყო ინდუსტრიალიზმის სწრაფი ზრდა, რაც დიდი ბრიტანეთიდან შემდგომში მთელს ევროპას
მოედო, მიუხედავად ინდუსტრიალიზმის დადებითი გავლენისა, მან საკმაოდ დიდი ეკოლოგიური
პრობლემები გამოიწვია. ბუნებრივია საწარმოო ქარხნები ქვანახშირზე ფუნქციონირებდა, რაც დიდ ქალაქებზე საკმაოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენდა-გამონაბოლქვი
ატმოსფეროს აბინძურებდა.
ამას დაემატა სამწუხაროდ ის გამოგონებები, რომლებიც
შეიძლებოდა ადამიანის საკეთილდღეოდ გამოყენებულიყო, არადა პირიქით მოხდა. ატომური ბომბის
დამზადებამ და მისმა გამოყენებამნ საბრძოლო ოპერაციაში, სადაც არც კი იყო საჭირო - ათასობით ადამიანის სიცოცხლე
შეიწირა.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა
იაპონური ქალაქების — ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვიდან 77 წელი გავიდა.
1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში, 9 აგვისტოს კი ნაგასაკიში აშშ-მ ატომური ბომბები
ჩამოაგდო. შედეგად, 2 სექტემბერს იაპონიამ მოკავშირეების წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა,
რითაც II მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.
1945 წლის 6 აგვისტოს, 8 საათსა და 15 წუთზე ჰიროსიმაში ბომბდამშენმა,
სახელად Enola Gay-მ ატომური ბომბი ჩამოაგდო. ეს ომში ატომური ბომბის გამოყენების პირველი
შემთხვევა იყო.
ჰიროსიმაში ამოგდებულმა ბომბმა 12 კმ2
დაანგრია და ფერფლად აქცია შენობებისა და ნაგებობების 60%- ზე მეტი. ატომური
დაბომბვის შედეგად დაიღუპა 240 000 ადამიანი, დაშავდა 163 000.
გადარენილი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაავადდა ლეიკემიით, პლასტიკური ანემიითა
და სხვადასხვა სახის დაავადებებით. ნაგასაკში
ლი 5 ტონიანი ბომბის ჩამოგდების შედეგი 73 000 ადამიანის გარდაცვალება
იყო.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო კვირებში,
თვეებსა და წლებში უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია არა მხოლოდ დაბომბვამ, არამედ
დაბომბვის შემდეგ ქალაქებში არსებულმა რადიაციის დონემაც. ორივე ქალაქში
მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი
მოსახლეობა იყო.
ლონდონის
„სმოგი“
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში ატომური ბომბი
არავის გამოუყენებია 1952წლის მოვლენებმა ქვეყანას საკმაოდ მძიმე შედეგები
მოუტანა.
უფრო
დაწვრილებით კი ნისლს, რომელიც 1952 წლის 5 დეკემბერს ლონდონში ჩამოწვა, მართლაც ფატალური
შედეგები მოჰყვა და 12000 ადამიანი დაიღუპა.
1952
წელს ბრიტანეთში ზამთარი საკმაოდ ადრე მოვიდა. ნოემბერში უკვე დაიწყო ძლიერი ყინვა
და თოვლი დეკემბერში კი ზამთრის ამინდმა საბოლოოდ შთანთქა სამეფოს ტერიტორია. გარდა
ამისა, ლონდონის ჰაერი აქტიურად იყო დაბინძურებული ქარხნების მიერ,რადგან ქვეყანა აქტიურად
აღადგენდა დანგრეულ ინდუსტრიას მსოფლიო ომის შემდეგ. დაბინძურების წვლილი გაზარდა უამრავმა
მანქანამ და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა: ამ დროს ლონდონში ტრამვაი დიზელის ავტობუსებით
შეიცვალა.
ძლიერმა
ყინვებმა აიძულა ელექტროსადგურები სრული დატვირთვით ემუშავათ, რომლის ძირითადი საწვავი
ნახშირი იყო. მაგრამ ამის გარდა, ლონდონში ასობით ათასი, თუ არა მილიონობით ბუხარი
იყო. 1952 წლის დეკემბრის დღეებში, ლონდონის მაცხოვრებლებმა, რათა როგორმე გამთბარიყვნენ,
ქვანახშირი არ დაიშურეს.
ქვანახშირის
მოპოვება ხდებოდა ინგლისში, მაგრამ ომისშემდგომმა კრიზისმა აიძულა ქვეყანა გაეტანა
მაღალი ხარისხის ქვანახშირი, რის გამოც მისი საჭიროებისთვის იაფი ნახშირი გოგირდის
მინარევებით დატოვა, რომლის გამოყენებამ გამოიწვია განსაკუთრებით მწვავე და მავნე კვამლის
წარმოქმნა.
ხოლო
1952 წლის 4 დეკემბერს ლონდონი ჩავარდა ანტიციკლონის მოქმედების ზონაში, რამაც გამოიწვია
ეგრეთ წოდებული ტემპერატურული ინვერსია: ჩამდგარი ცივი ჰაერი თბილი ჰაერით „დაფარა“.
შედეგად ინგლისის დედაქალაქს ცივი ნისლი ჩამოწვა, რომელსაც გასაფანტავი გზა არ ჰქონდა.
და ამ ნისლის შიგნით გროვდებოდა გამონაბოლქვი აირები, ქარხნის გამონაბოლქვი, ჭვარტლის
ნაწილაკები ასიათასობით ბუხრიდან.
რა
თქმა უნდა, ლონდონელებს ნისლი არ შეშინებიათ, მაგრამ ასეთი უცნაური ფენომენი არასოდეს
ენახათ. ნისლს, მავნე ნივთიერებების დაგროვების გამო, მოყვითალო-შავი ფერი ჰქონდა,
რისთვისაც მიიღო სახელწოდება „ბარდის წვნიანი“.
1952 წლის 5-დან 9 დეკემბრამდე ბრიტანეთის დედაქალაქს
ნისლი, ან, უფრო ზუსტად, სმოგი ეკიდა. ყოველდღე, იმის გამო, რომ ჰაერში მავნე მინარევების
კონცენტრაცია იზრდებოდა, სიტუაცია სწრაფად უარესდებოდა.
ხილვადობა
იმდენად შემცირდა, რომ მეტროპოლიტენის გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება გახდა
საჭირო. ხალხი ფეხებსაც კი ვერ ხედავდა და ქალაქის გარეუბნებიდან სულ უფრო ხშირად მოდიოდა
ცნობები დახრჩობის შესახებ. სასწრაფოს მუშაობაც კი შეწყვიტეს: ავადმყოფების აყვანის
საშუალება უბრალოდ არ იყო.
მაგრამ
როდესაც კვამლი გაიწმინდა ფაქტიურად და გადატანითი მნიშვნელობით, გაჩნდა კითხვა: რა
იყო ეს ყველაფერი? დიდი ლონდონის სმოგის გამოძიებამ საპარლამენტო დონემდე მიაღწია,
სადაც საშინელი ციფრები გამოცხადდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სმოგმა
4000-მდე ადამიანი დაღუპა. რესპირატორული პრობლემები სიკვდილის მთავარი მიზეზია. მოზარდები
და ჯანმრთელი ადამიანებიც კი უჩიოდნენ ჰაერის ნაკლებობას, ხანდაზმულებისთვის, ქრონიკული
პაციენტებისთვის და ჩვილებისთვის დიდი სმოგი ფატალური გახდა.
ექსპერტების
აზრით, ბოროტების მთავარი წყარო ლონდონის ბუხრებიდან გამომავალი მომწამვლელი გოგირდოვანი
აირი აღმოჩნდა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ 1952 წლის დიდი სმოგის ეფექტთან დაკავშირებული
სხვადასხვა რესპირატორული დაავადება აღმოაჩინეს 100 000 ადამიანში. მის შემდგომ პირველ
თვეებში მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 12000-მდე გაიზარდა.
1952
წლის ლონდონის დიდი სმოგი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ
რამდენად საშიშია გარემოს დაბინძურება. დიდ ბრიტანეთში მიიღეს ზომები კანონმდებლობის
გამკაცრების მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ მასშტაბის ეკოლოგიური კატასტროფის
განმეორება.
ვიეტნამის
ომი
ვიეტნამის ომი,
რომელიც მიმდინარეობდა აშშ-სა და ვიეტნამს შორის 1964-1973წწ უდიდესი ადამიანური და
ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია, რადგან აშშ-მ გამოიყენა ქიმიური იარაღი, რითაც მასობრივად
წამლავდა ტყეებს.მათ ვიეტნამის ტყეებში დაასხურეს 77 მლ. ლიტრი Agent Orange ,მათ შორის 44 მლ ლიტრი შეიცავდა დიოქსინის
მხოლოდ 0,0003%. ქიმიური ზემოქმედების ქვეშ მოჰყვა ვიტნამის ტერიტორიის 14%. შედეგები
სავალალო იყო. დაზარალებულია 5 მლ-მდე ადამიანი, დაზიანდა ჯუნგლების 60%, დაბლობის
ტყეების 30%, შემცირდა კაუჩუკის მოსავლიანობა 70 %-ით. განადგურდა 40-100% -მდე ქოქოსის, ბრინჯის და პომიდვრის პლანტაციები,
შეიცვალაეკოლოგიური ბალანსი , დაზიანებულ რაიონებში 150 სახეობის ფრინველიდან დარჩა
18, შემცირდა მდინარეებში თევზის რაოდენობა, დაირღვა ნიადაგის მიკრო ბიოლოგიური ბალანსი.
ჩერნობილი
ვერც ჰიროსიმამ და ნაგასაკმა, ვერც ბრიტანეთში კანონმდებლობის გამკაცრებამ და საკუთარი
მოსახლებაზე დაცვამ სამწუხაროდ ჭკუა ვერ ასწავლა
სსრკ-ს. კატასტოფა, რომელიც ჩერნობილში მოხდა რამდენიმე დღე არც კი გახმაურებულა, რასაც
გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვა.
კატასტროფა 1986
წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა , ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია იყო. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო
შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი
მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება
გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში,
როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა
და ეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად
გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა,
სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის
60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით
200 000 ადამიანი. აფეთქების ადგილი და მის მიმდებარე 50 კმ ზონა დღემდე დაცარიელებულია
და რადიაციის დონე ისევ საგანგაშოა.
ჩერნობილის ავარია
სსრკ-სთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების
გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი
დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ
არსებობს.
ფუკუშიმა
სამწუხაროდ
ასეთი შემთხვევებისგან ვერც ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული იაპონია აღმოჩნდა დაცული.ფუკუშიმას
ელექტროსადგურზე მომხდარმა ინციდენტმა მსოფლიო კიდევ ერთხელ დააყენა საფრთხის წინაშე.
2011 წლის 11 მარტს
იაპონიას ერთდროულად ძლიერი მიწისძვრა და გამანადგურებელი ცუნამი დაატყდა თავს, რამაც
ფუკუშიმას ატომურ რეაქტორზე აფეთქებები გამოიწვია.
ტრაგედიიდან, რომელსაც
ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათი წელი გავიდა. დღემდე იაპონიის ხელისუფლებას
ატომური სადგურის გარშემო, დაახლოებით ოცკილომეტრიან რადიუსში, ბოლომდე ისევ არ გაუხსნია
"ჩაკეტილი ზონა" — უსაფრთხოების ნორმების გამო დასახლებები ისევ დაცარიელებულია.
კატასტროფის შემდეგ იაპონიამ, ბირთვული სადგურების უსაფრთხოების სტანდარტები შეცვალა და თავის გამოცდილებას ახლა მთელ მსოფლიოს უზიარებს.
2011 წლის მარტის მდგომარეობით, ფუკუშიმის პრეფექტურაში ევაკუაციამდე 88 ათასი სული მოსახლე იყო. დღეს განახლებულ ტერიტორიაზე უკვე 14 ათასი კაცი დაბრუნდა საცხოვრებლად.
ფუკუშიმას ახლოს რადიოაქტიურობა ყველგან იზომება და მისი დონე ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. ფუკუშიმას კვლევითი ცენტრი საზოგადოებას მუდმივად განახლებულ ინფორმაციას აწვდის.
ფუკუშიმას მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა იაპონიის მთავრობისთვის ნამდვილი გამოწვევაა. საერთაშორისო ექსპერტები ერთხმად აღიარებენ იაპონიის წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის ტექნიკური პრობლემები.
რა ისწავლა კაცობრიობამ ამ კატასტროფისგან?
„მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა, სტრესის ტესტირებით დაწყებული და ბირთვული სადგურების უსაფრთხოების ნორმების განახლებით დამთავრებული, რაც გარედან მომავალი საფრთხის გათვალისწინებას გულისხმობს. ეს გაკვეთილი ფუკუშიმამ მოგვცა. მან
შეგვახსენა, რომ
ბირთვული სადგურის შიდა უსაფრთხოება საკმარისი არ არის და
გარე რისკებიც უნდა გაითვალოს.“
სწორედ ამ ისტორიულმა
გამოცდილებებმა განაპირობა ეკოლოგიის-როგორც დამოუკიდებელი ტერმინის ჩამოყალიბება და შემდგომში კაცობრიობის გაერთიანება ერთი იდეის
გარშემო, ჩამოეყალიბებინათ „ეკოლოგიის ეთიკა“ გარემოს დაცვის შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий